26 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ალვარო ლუის ტავარეშ ვიეირა კარერას ,,დილაში” განაგრძობს. იგი გუნდს თურქეთში უკვე შეუერთდა, კონტრაქტი გააფორმა და დებიუტისთვის გუნდთან ერთად ემზადება.
ალვარო ტავარეში ,,დილას” უკრაინული პრემიერლიგის კლუბ “ლვოვიდან” შეუერთდა რომლის რიგებშიც 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 71 შეხვედრაში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
