პირველი გამარჯვება მინსკის თასზე

0
15

მინსკის განვითარების თასზე მოასპარეზე საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ისრაელთან და ბელარუსთან განცდილი მარცხების შემდეგ, ტურნირზე პირველი გამარჯვება ადგილობრივი კლუბის – მინსკის ასაკობრივ გუნდთან მოიპოვა.
შეხვედრაში ერთადერთი და გამარვჯების გოლი საბურთალოს ნახევარმცველმა – გივი ხაჩიძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა 17-წლამდელებს ტურნირზე პირველი 3 ქულა მოუტანა.
მომდევნო მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 12 თებერვალს, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.