საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 86-პოზიციაზეა

0
6

ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ თებერვლის თვის რეიტინგში საქართველოს ნაკრები დეკემბერთან შედარებით ერთი პოზიციით დაქვეითდა. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი რეიტინგში 86-ე ადგილზეა. გასული წელი ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა რეიტინგში 85-ე პოზიციაზე დაასრულა.
რეიტინგის ლიდერი ბელგიაა, მეორე ადგილი ბრაზილიას უკავია, ხოლო მესამე – საფრანგეთს.
ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რეიტინგში შემდეგი ადგილები უკავიათ – ჩრდილოეთ მაკედონია (67), ბულგარეთი (71), გიბრალტარი (203).