“საბურთალო” შეკრებას “ორენბურგთან” დაასრულებს

0
14

დედაქალაქური “საბურთალო” შეკრებას 11 თებერვალს “ორენბურგთან” მატჩით დაასრულებს – ამხანაგური მატჩი ქალაქ ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მომავალი მეტოქე რუსეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს. 25 ჩატარებული მატჩის შემდეგ, “ორენბურგი” ლიდერობს გათამაშებასა და მომავალ წელს უძლიერესთა რიგებში თამაშს ლამობს. პირველსა და მეორე ადგილოსან ვორონეჟის “ფაკელს” შორის სხვაობა ოთხი ქულაა. რუსეთის ჩემპიონატი 6 მარტს განახლდება – ამ დღეს “ორენბურგი” “ნეფტეხიმიკს” შეხვდება.
“საბურთალოსა” და “ორენბურგს” თურქულ შეკრებაზე გასულ წლებშიც უთამაშიათ – ერთხელ მატჩი საბურთალოელებმა მოიგეს 2:1, ერთხელაც შეხვედრა ფრედ დასრულდა, 1:1.