ოქრიაშვილის მეორე გოლი აპოელის მაისურით

0
11

თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელში გადასვლის შემდეგ თავისი მეორე გოლი გაიტანა. კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-15 ტურის გადადებულ შეხვედრაში აპოელი სტუმრად პაეკს შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
მატჩის მე-8 წუთზე ანგარიში ანტონ მალიცამ გახსნა. 21-ე წუთზე ოქრიაშვილმა პენა;ტი გამოიყენა და ნიქოზიელები კიდევ უფრო დააწინაურა. ტაიმის ბოლოს წუთზე მასპინძლებიდან ერთი ბურთი ვარელამ გაქვითა. მე-80 წუთზე პაეკის კარი გავრიელმა აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
ოქრიაშვილი პირველი ტაიმის შემდეგ ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შეცვალა, რომელმაც მიმდინარე წელს ჩემპიონატში და თასზე 4 გოლი გაიტანა. მის მსგავსად თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო აპოელის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი.
აპოელმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, ხოლო წაუგებელი სერია საერთო ჯამში 14 შეხვედრას შეადგენს. ნიქოზიელები 33 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.