დვალი ამჯერად თადარიგშიც ვერ მოხვდა

0
12

„ფერენცვაროში“, სადაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან, უნგრეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. ბუდაპეშტელები 1/8-ფინალში სტუმრად „ვაშაშს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში ბუტკა გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 73-ე წუთზე თავი მაემ გამოიჩინა და მოქმედი ჩემპიონი შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. თუ წინა შეხვედრებში საქართველოს ნაკრების მცველი დვალი „ფერენცვაროშის“ განაცხადში მაინც ხვდებოდა, ამჯერად თადარიგშის არ იყო. ნახევარმცველ ხარაიშვილს რაც შეეხება მან ოპერაცია გაიკეთა და თამაშს როდის განაახლებს უცნობია.