“ბარსელონა” დანი ალვეშის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

0
17

“ბარსელონა” დანი ალვეშის ორმატჩიან დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა წითელი ბარათი “ატლეტიკოსთან” 4:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. ამავე მატჩში მან დაბრუნების შემდეგ “კამპ ნოუზე” გამართულ პირველივე შეხვედრაში გაიტანა.
იმ შემთხვევაში, თუ 38 წლის ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება, ის “ბარსას” ოთხ მატჩს გამოტოვებს: “ესპანიოლთან”,  “ვალენსიასთან” და “ნაპოლისთან” ორ შეხვედრას. შესაბამისად, ალვეში “ბილბაოსთან” 28 თებერვალს გასამართ მატჩამდე ვერ ითამაშებს.