“სამგურალმა” “ფაკელისგან” ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვა

0
6
წყალტუბოს ,,სამგურალი” ვორონეჟის ,,ფაკელთან” საკონტროლო შეხვედრაში 0:4 დამარცხდა. რუსეთის პირველი ლიგის ლიდერებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს, მე–4 წუთზე ისინი ნიკიტინმა დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალს” ზედიზედ სამი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად. დემურ ჩიხლაძისა და სერგო კუხიანიძის დარტყმები კარს ასცდა, მე–19 წუთზე კი ვორონეჟელთა მეკარემ ჩიხლაძეს, რომ იტყვიან, ,,მკვდარი ბურთი” აუღო. სანაცვლოდ კარგად გამოიყენა თავისი მორიგი შანსი ,,ფაკელმა”. 29–ე წუთზე აკბაშევმა შოვნაძის კარში მეორე გოლი გაიტანა.
ტაიმის ბოლოს რუსებმა კიდევ ერთხელ იხეირეს, ამჯერად გოლი აპაევის ანგარიშზე იყო –0:3
მატჩის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის რიგებში არაერთი ცვლილება მოხდა. ,,ფაკელმა” თამაშის განახლებისთანავე შესძლო მეოთხე გოლის გატანა, დუბლი შეასრულა ნიკიტინმა 0:4
,,სამგურალს” პრესტიჟის გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო, განსაკუთრებით ორი ეპიზოდია გამოსაყოფი. 67–ე წუთზე ირაკლი რუხაძემ ილია ახვლედიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. 78–ე წუთზე თავად ახვლედიანი გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ,,ფაკელის” კარის დარაჯი კარგად გაისარჯა.
“სამგურალი”: შოვნაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, სიმდიანკინი, შ. ბურჯანაძე, ვერულიძე, გილმორი, ბაშელეიშვილი, ჩიხლაძე, კუხიანიძე, გავაშელიშვილი
მეორე ტაიმში შევიდნენ: კიკაბიძე, თევზაძე, ახვლედიანი, ქურდაძე, რუხაძე, ჯეფინიო, დევდარიანი, დოლიძე, ტურე, კალანდარიშვილი,