გოგა ბითაძის სასტარტო და 14 ქულა

0
12

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერზი“ „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 112:133 დამარცხდა.
ინდიანაპოლისელთა ქართველმა მეფარემ ასპარეზობა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 30 წუთი გაატარა. ბითაძის ანგარიშზე 14 ქულა, 3 დაფარება და ორ-ორი მოხსნა,  შედეგიანი გადაცემა და ჩაჭრაა.
„ინდიანაში“ სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა. გუნდმა დომანტას საბონისი, ჯასტინ ჰოლიდეი და ჯერემი ლემბი „საკრამენტოში“ გაუშვა, სანაცვლოდ კი ტაირიზ ჰალიბერტონი, ბადი ჰილდი და ტრისტან ტომპსონი მიიღო. „პეისერზი“  12 თებერვალს „კლივლენდ კავალიერზის“ წინააღმდეგ ითამაშებს.