გიორგი შერმადინი – მიჯრით მესამე მოგება და თითქმის განაღდებული მეოთხედფინალი

0
28

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ვილნიუსის “ლიეტუვოს რიტასს” უმასპინძლა და 89:75 იმარჯვა. კუნძულელებმა ჯგუფში ზედიზედ მესამე გამარჯვება (ორი სტუმრად) მოიპოვეს.
შერმადინმა 20 წუთი ითამაშა,  4 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და ერთი  შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ტენერიფე 6 ქულით L ჯგუფის ლიდერია და მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებასთან ახლოსაა.