არველაძემ სტუმრად უეინ რუნისთან წააგო

0
12

შოთა არველაძის გაწვრთნილი “ჰალი” ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა. 31-ე ტურში ჰალელები სტუმრად “დერბი ქაუნთის” დაუპირისპირდნენ, რომელსაც უეინ რუნი წვრთნის და 1:3 წააგეს.
მასპინძლებიდან მე-19 წუთზე ანგარიში ფორსაიტმა გახსნა, ხოლო ლოურენსმა 37-ე წუთზე “დერბი” კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში სტუმართა კარი ებოსელემ აიღო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მეოთხე გოლი ისევ დერბის ფეხბურთელმა ჩაიწერა – ფორსაიტმა ავტოგოლი მიითვალა.
“ჰალი” 32 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა და მომდევნო თამაშს 12 თებერვალს შინ გათამაშების ლიდერ “ფულემთან” ჩაატარებს.