თბილისის “დინამო” უკრაინულ გრანდთან დამარცხდა

0
16

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა კიევის “დინამოსთან” ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. უკრაინული გრანდიდან ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე კულაჩმა გაიტანა.
კახა ცხადაძემ “დინამო” ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
კერესელიძე, ანტილევსკი, ბილენკი, კამარა, ბენიო, კალანდაძე, ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი, მაისურაძე, ოსეი, პაპავა.
“დინამო” შეკრებაზე მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 10 თებერვალს მოსკოვის “დინამოსთან” ჩაატარებს.
დინამო (თბილისი) – დინამო (კიევი) 0:1 (0:1)
​დინამო თბილისი: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, პაპავა, მოისწრაფიშვილი, ოსეი, კამარა, ანტილევსკი, ბილენკი.
​შეცვლაზე შევიდნენ: მალი, ხარაბაძე, გვიშიანი, კირკიტაძე, მექვაბიშვილი, გაბედავა, იობაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
​დინამო კიევი: ბუშანი, დუბინჩაკი, ბოლი, ბურდა, კეძიორა, სიდორჩუკი, გარმაში, ბუიალსკი, ვიტინიო, კულაჩი, შკურინი.
​მთავარი მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკო
გოლი: 0:1 კულაჩი (21)