განელი მცველი ბათუმის “დინამოში”

0
14

ბათუმის “დინამოს” ხვალ თურქულ შეკრებაზე განელი მცველი აბრამ ფრიმპონგი შეუერთდება. 28 წლის განელი მცველი გასულ სეზონში “ალ-აინში” გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში საუდის არაბეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა.
მანამდე, ფრიმპონგი 3 სეზონის განმავლობაში უნგეთის “ფერენცვაროშში” საქართველოს ნაკრების მცველ ლაშა დვალის თანაგუნდელი იყო. “ფერენცვაროშში” გადასვლამდე აფრიკელი ფეხბურთელი ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაში” 2 სეზონი თამაშობდა. გარდა ამისა, ის 6 სეზონი სერბული “ნაპრედაკის” რიგებში გაატარა.