სენეგალის ისტორიული გამარჯვება, მანე აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელია

0
12

სენეგალის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად აფრიკის თასი მოიგო. კამერუნის დედაქალა იაუნდეში სენეგალსა და ეგვიპტეს შორის გამართული ფინალის როგორც ძირითადი, ასევე დამატებუთი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში სენეგალელბმა 4:2 გაიმარჯვეს.
სენეგალელთა ლიდერმა სადიო მანემ პირველი ტაიმი მე-7 წუთზე პენალტი გააფუჭა, სამაგიერდო თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა. ეგვიპტელების ლიდერ მოჰამედ სალაჰს პენალტი არ დაურტყამს, რადგან რიგში მე-5 იყო და აღარ მოუწია, ვინაიდან სენეგალმა ოქროს მედლები გაინაღდა.
მანე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, საუკეთესო მეკარის პრიზი მისმა თანაგუნდელმა ედუარ მენდიმ მიიღო, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით კამერუნელი ფორვარდი ვენსან აბუბაქარი გახდა.