გიორგი ჭელიძე: “ყველა მოთამაშესგან შრომას მაქსიმალურად მოვითხოვ”

0
14

საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ტესტ-მატჩი გამართა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2-ში მოასპარეზე “რუსთავი” 2:0 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდიდა გოლები ლაშა კოხრეიძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.
რუსთავთან” მატჩი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა:
“მეორე ამხანაგური თამაში იყო და ვგრძნობ, რომ ბიჭები პროგრესირებენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. რა თქმა უნდა, გვაქვს ჯერ კიდევ ხარვეზები, მაგრამ მინდა, ბიჭებს მთლიანობაში მადლობა მოვუხადო გაწეული მძიმე შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის – ყველანაირად ცდილობენ, თამაშის დროს მინდორზე ზედმიწევნით გადაიტანონ ის, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ”.
-ახალწვეულებით კმაყოფილი ხართ თუ ჯერაც ისევ ძიების პროცესში ვართ?
-მიხარია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლაც კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, რაც გუნდს აშკარად დაეტყო. პლუს, ჯერ კიდევ გვაქვს იმის დრო, რომ კვალიფიციური ფეხბურთელები კიდევ დავიმატოთ.
რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ასე ვიტყვი: ამ ეტაპზე, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა, არც უკმაყოფილო ვარ – ყველა შეძლებისდაგვარად იხარჯება და მუშაობს. რა თქმაუნდა, ყველასგან გაცილებით მეტს ველოდები და ვხვდები, აშკარად მეტი შეუძლიათ. ჩემი პრინციპი ერთია: შრომას მაქსიმალურად მოვითხოვ ყველა მოთამაშესგან და მინდა ბოლომდე დაიხარჯონ