აბურჯანიას ტაიმი – „ჟილ ვისენტემ“ ქულა გადაარჩინა

0
12

„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში წაუგებელი მატჩების სერია ექვსამდე გაზარდა. 21-ე ტურში ბარსელუშელებმა „სანტა კლარა“ მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში მეტოქეზე გაცილებით წინ არიან, ქულა მატჩის ბოლო წუთებზე გადაარჩინეს.
28-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში კრუზანმა გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი პენალტიდან სამუელ ლინომ გაიტანა. 66-ე წუტზე „სანტა კლარას“ 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო ლინკოლნი გაუძევეს. 78-ე წუთზე მასპინძლების მცველმა ტალოჩამ ავტოგოლი მიითვალა. მე-80 წუთზე კრუზანი მეორედ გააფრთხიელეს და სტუმრები მოედანზე 9 კაცით დარჩნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთი ადრე რუბენ ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. „ჟილ ვისენტე“ 34 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.