ქვილითაიამ აპოელს მოაგებინა – ქართველი ფორვარდის პირველი დუბლი

0
45

გიორგი ქვილითაიამ აპოელის მაისურით პირველი დუბლი შეასრულა მე-20 ტურში აპოელი სტუმრად აელს შეხვდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მე-6 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ 15 წუთში ანგარიში გაათანაბრა. მანამდე, მე-18 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ – ბალდეს დარტყმის შემდეგ ბურთი დაუშვილს მოხვდა და კარში აღმოჩნდა,.
ქვილითაიას მსგავსად დაუშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში ტრავმირებული ლეო ნატელის ნაცვლად 26-ე წუთზე ჩაერთო.
35-ე წუთზე მილინკეანუმ აელი წინ გაიყვანა. 66-ე წუთზე მაგლიკამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 10 წუთში ქვილითაიამ დუბლი შეასრულა. ის 90-ე წუთზე შეცვალეს.
28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე წელს 5  გოლი გაიტანა- 3 თავი ჩემპიონატში გამოიჩინა და ორჯერ თასზე. საერთო ჯამში მან კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 14 შსეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.
აპოელს 30 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.