მამარდაშვილი “ვალენსიას” სასტარტოში დამაჯერებლად დაბრუნდა

0
12

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. ესპანეთის ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ 6 მატჩის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 22 სექტემბერს სტუმრად “სევილიასთან” (1:3) წაგებული შეხვედრის შემდეგ “ღამურების” რიგებში არ უთამაშია.
23-ე ტურში “ვალენსიამ” შინ “რეალ სოსიედადთან” უგოლო ფრე ითამაშა და მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სასტარტოში ადგილი მამარდაშვილს ანდო, ხოლო ხაუმე დომენეკი თადარიგში დატოვა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი გოლკიპერი იესპერ სილესენი ტრავმიღებულია. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დამაჯერებლად ითამაშა და დაამტკიცა, რომ მისი ნდობა შეიძლება. აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებს შორის პირველ წრეში სან სებასტიანში ჩატარებული შეხვედრაც 0:0 დასრულდა. “ვალენსია” 30 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.