კობოურის სენსაციური დასაწყისი ჩეხეთში

0
14

დავით კობოურის დებიუტი ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში წარმატებული აღმოჩნდა. მე-20 ტურში „კარვინა“, რომელსაც ქართველი მცველი ზამთარში შეუერთდა, სტუმრად გათამაშების ლიდერ პრაღის „სლავიას“ შეხვდა და სენსაციურად გაიმარჯვა. „კარვინადან“ ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე დუროსინმიმ გაიტანა. კობოური სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის თბილისის „დინამომ“ ჩემპიონატის აუტსაიდერ „კარვინაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. კობოურის გუნდს მხოლოდ 8 ქულა აქვს და ჩემპიონატში ბოლო მე-16 ადგილზეა.