საქართველოს ჩემპიონი „პარტიზანთან“ დამარცხდა

0
14

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრების მეორე ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა სერბეთი ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ბელგრადის „პარტიზანთან“ ჩაატარა.
მატჩში ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს – გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმ აგაიტანა. ბელგრადელებიდან საპასუხო ბურთი თავის ანგარიშზე ტერზიჩმა ჩაიწერა, ხოლო რიკარდომ „პარტიზანი“ კიდევ უფრო დააწინაურა და თავის გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა. მეორე ტაიმის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, რომ მილოვანოვიჩმა ალავიძის კარში მესამე გოლი გაიტანეს – 3:1.
„დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა: ალავიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, რადინი, ბიძინაშვილი, ზარია, გაფრინდაშვილი, ფლამარიონი.