“სამგურალმა” შეკრებაზე პირველი სპარინგი მოიგო – სენეგალელის სადებიუტო გოლი

0
12
თურქულ შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს ,,სამგურალმა” დღეს პირველი ამხანაგური მატჩი რუმინული ,,მიერკურეა ჩიუკის” წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ გიორგი მიქაძის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. უპირატესობა მალე ანგარიშშიც აისახა.
მატჩის 25 – ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ წყალტუბოელები ეფექტური გოლით დააწინაურა.
მეორე ტაიმში არაერთი შეცვლა განხორციელდა. ,,სამგურალს” რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, რუმინელმა მეკარემ ურთულესი ბურთები აუღო დემურ ჩიხლაძეს და აკო ვერულიძეს.
რუმინელების კარში მეორე გოლი 75 წუთზე დოლიძის კარგი გადაცემის შემდეგ სენეგალელმა ლეგიონერმა აბუბაქარ ტუნკარამ გაიტანა, რომელიც ,,სამგურალს” თურქულ შეკრებაზე დღეს შეუერთდა.
რუმინელებმა ერთი გოლი 83 -ე წუთზე გაქვითეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
სამგურალი ( I ტაიმი): ქვილითაია, კიკაბიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, გილმორი, ბაშელეიშვილი, ჩიხლაძე, კუხიანიძე, გავაშელიშვილი
II ტაიმში შევიდნენ: ვერულიძე, დევდარიანი, შ.ბურჯანაძე, ტურე, თევზაძე, რუხაძე, დოლიძე ახვლედიანი, აბუბაკარ ტუნკარა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გოლები: დემურ ჩიხლაძე (25), აბუბაკარ ტუნკარა (75)