მიქაუტაძის გუნდის საგარეო მარცხი

0
14

„სერენი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 2 მატჩის არწაგების შემდეგ, 26-ე ტურში ისევ უქულოდ დარჩა.
სერენელები სტუმრად „შარლერუას“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს. მასპინძლებიდან მე-18 წუთზე ანგარიში ვან კლიმპუტმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე თავი ჰეუმანსმა გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. „სერენს“ 23 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.