მერაბ შარიქაძე: “ვეცდებით ნავსი გავტეხოთ და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ”

0
15

2022 წლის პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „მიხეილ მესხზე“ ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგ გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მერაბ შარიქაძე: „პირველი თამაშის ჩატარება გვიჭირს ხოლმე, მაგრამ ვეცდებით, ხვალ ეს ნავსი გავტეხოთ და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. ბევრი მოთამაშე გვაკლია, თუმცა მაინც კარგი შემადგენლობა გვყავს და მოტივაციაც არ გვაკლია. პორტუგალიელები სენსაციით იმუქრებიან, თუმცა მზად ვართ, რომ ამის საშუალება არ მივცეთ. რეალურად, პორტუგალია ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელსაც ჰყავს ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებიც ხარისხიან ჩემპიონატებში თამაშობენ. მიუხედავად ამისა, მთელი გულით მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და იმედია, ხვალ ამის წარმოჩენას შევძლებთ“.
საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ტური. 6 თებერვალი
თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00 საათი
საქართველო – პორტუგალია
საქართველო
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 80 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა);
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), 20. ნიკო აფციაური (შავი ლომი, უკეპო); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 23. დავით მესხი (ენისეი, უკეპო).