ლოჩოშვილი ავსტრიის თასის ნახევარფინალშია

0
11

“ვოლფსბერგერი”, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, ავსტრიის თასის 1/2-ფინალში გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გუნდი 1/4-ფინალში ქვედალიგელ “ფლორისდორფერს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამატებით დროში გაიმარჯვა.
სტუმრები მე-20 წუთზე ოლივეირამ დააწინაურა, ხოლო 15 წუთში საპასუხო გოლი ბარიბომ გაიტანა. 46-ე წუთზე ვიზინგერმა მასპინძლები წინ გაიყვანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე რეჩბერგერმა ანგრიში გაათანაბრა. 117-ე წუთზე როჩერმა “ვოლფსბერგერი” წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, ხოლო წერტილი იაშიჩმა დასვა.
ლოჩოშვილმა, რომელიც მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს, განვლილ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.