გრეგ პოპოვიჩის 1500-ე გამარჯვება

0
15

„სან ანტინიოს“ 73 წლის ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ პირველობასა და პლეი ოფის მატჩებში 1500-ე გამარჯვება მოიპოვა (ტეხასელებმა თანაშტატელ “ჰიუსტონ როკითსს” 131:106 სძლიეს) და ამ მაჩვენებლით NBA-ში ბადალი არ ჰყავს.
გრეგს 1330 მოგება რეგულარულ სეზონში აქვს, ხოლო 170 პლეი ოფში.
პოპოვიჩმა „სან ანტონიოს“ გაწვრთნა 1996 წელს მიანდეს და გუნდს NBA ხუთჯერ მოაგებინა – 1999, 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში. გრეგი სამჯერ ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა – 2003, 2012, 2014 წლებში, შარშან კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე გაამარჯვებინა.