არველაძის პირველი მარცხი ინგლისში

0
16

შოთა არველაძისთვის “ჰალის” მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული მეორე მატჩი უიბღლო აღმოჩნდა. ინგლისის პრემიერშიფის 30-ე ტურში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილები შინ “პრესტონს” დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის განახლებიდან 6 წუთში “ჰალის” კარი არჩერმა აიღო და დარჩენილ დროში მასპინძლებმა სიტუაცია ვერ გამოასწორეს. “ჰალი” 32 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ არველაძეს დებიუტი 29-ე ტურში “სუონსისთან” საშინაო შეხვედრაში ჰქონდა, რომელიც “ჰალმა” 2:0 მოიგო.