“სამგურალი” სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს

0
14
წყალტუბოს “სამგურალი” ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს. გუნდი უკვე ანთალიაშია, სადაც Aska Lara Resort- ში დაბინავდა და დღეს დილას მსუბუქად ივარჯიშა. საღამოს კიდევ ერთი საწვრთნელი პროცესია დაგეგმილი, ხვალ 5 თებერვალს კი ,,სამგურალი” თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გიორგი მიქაძის გუნდის მეტოქე რუმინული ,,მიერკურია ჩიუკი” იქნება. შეხვედრა საქართველოს დროით 17:30 საათზე დაიწყება.
,,სამგურალი” ანთალიაში 22 ფეხბურთელით იმყოფება
ლევან შოვნაძე, მაქსიმე ქვილითაია, მურმან სვანიძე, ლევან ქურდაძე, ომარ პატარკაციშვილი, დავით მაისაშვილი, თედო კიკაბიძე, ილია ახვლედიანი, შალვა ბურჯანაძე, ტარიელ ბურჯანაძე, ნიკა კალანდარიშვილი, ისუფ ტურე, ლუქმან გილმორი, მიხეილ ბაშელეიშვილი, დემურ ჩიხლაძე, მამია გავაშელიშვილი, სერგო კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე, ალექსანდრე ვერულიძე, ანდრია დევდარიანი, შოთა იობიძე, ირაკლი რუხაძე.
ჯანმრთელობის პრობლემის გამო ანტალიაში ვერ გაემგზავრა ბრაზილიელი ლეგიონერი ჯეფერსონ ჯერალდო. იგი თანაგუნდელებს 7 თებერვალს შეუერთდება.