“რუსთავმა” სამი ფეხბურთელი გაუშვა

0
39

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე “რუსთავი”, რომელსაც არმაზ ჯელაძე წვრთნის, ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი  სტუმრად თბილისის “სპაერთან” გამართა და 1:6 დამარცხდა.
“რუსთავი” 6 თებერვალს დაგეგმილია მეორე სპარინგს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარ “თელავთან” ჩაატარებს.
რუსთაველთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს ზურაბ ჭავჭანიძემ და ვასილ ქისიევმა. ასევე “რუსთავს” ერეკლე ჯიჯავაძემ დაემშვიდობა, რომელიც ბათუმის “დინამოდან” გასულ სეზონში ინათხოვრა.