ქეცბაიას და ლორიას „ანორთისისი“ ტიტულის დაცვას განაგრძობს

0
10

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის 1/4-ფინალში გავიდა. ფამაგუსტელებმა 1/8-ფინალის პირველი მატჩში სტუმრად „პაფოსი“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
პირველი დაპირისპირების მსგავსად თასის მოქმედ მფლობელ „ანორთოსისში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. ქეცბაიას შეგირდებს ყველა ტურნირში ზედიზედ 9 თამაშია არ წაუგიათ.