ფოთის “კოლხეთი” სერიოზულად ძლიერდება

0
15

ფოთის “კოლხეთს”, რომელიც ერივნულ ლიგა 3-ში ასპარეზობს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლა აქვს დაგეგმილი და გუნდი სერიოზულად ძლიერდება. ფოთელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალი სეზონით შავიზღვისპირელთა ღირსებას ლუკა შეროზია ( ქობულეთის “შუქურადან”), დიმიტრი ტატანაშვილი (“თბილისი სიტი”), თორნიკე მუმლაძე (“გაგრა”), ბექა გაბისკირია, დათა სიჭინავა, გიორგი კახელიშვილი ( სამივე ბოლნისის “სიონი”), შაქრო დვალიშვილი ( “საბურთალო-2”) დაიცავენ.
გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბშიც მატებაა. “კოლხეთის” თავკაცის გია გიგატაძის ერთ-ერთი ასისტენტი საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოს” და ყაზანის “რუბინის” ყოფილი მარცხენა მცველი დავით კვირკველია იქნება, რომელმაც კარიერა სწორედ ფოთში დაიწყო. გიგატაძეს ასევე ნუგზარ თვარაძე და მეკარეების მწვრთნელი ზვიად გვასალია ეხმარებიან.
“კოლხეთი” 2022 წლის სეზონისათვის სამზადისს ცენტრალური სტადიონის სათადარიგო, ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეუდგა. რაც შეეხება ინფორმაციას გუნდში ახალი სპონსორის მოსვლის შესახებ, ამ საკითხში მცირეოდენი დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია რის გამოც გუნდიდან ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.