„ატლეტიკმა“ თასიდან „ბარსელონას“ შემდეგ „რეალიც“ გამოთიშა

0
10

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის გათამაშებას 1/4-ფინალში დაემშვიდობა. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი 1/8-ფინალში სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა და 89-ე წუთზე ალექს ბერენგერის მიერ გატანილი გოლით დამარცხდა 0:1. აღსანიშნავია, რომ მარსელინო ტორალის შეგირდებმა „რეალამდე“ 1/8-ფინალში „ბარსელონას“ (3:2) აჯობეს.
„ატლეტიკი“ 21-ე საუკუნეში მეორე გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში თასის გათამაშებიდან „ბარსელონა“ და „რეალი“ გამოთიშა. მანამდე, ასეთი შედეგი „სარაგოსას“ აჩვენა 2003-2004 და 2005-2005 წლების სეზონში.
ბოლო 3 სეზონის განმავლობაში მეორედ მოხდა, რომ ესპანეთის თასის ფინალში არც „რეალი“ ითამაშებს და არც „ბარსელონა“. 2019-2020 წლების სეზონშიც ფინალში ესპანური გრანდებიდაბ ვერცერთი გავიდა.
სხვათა შორის, მადრიდელებს 2014 წლის შემდეგ თასისთვის გადამწყვეტი მატჩი არ უთამაშიათ. „სამეფო კლუბმა“ 2013-2014 წლების სეზონში ფინალში „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა.