ვოლკოვმა თასის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

0
10

აზერბაიჯანში საფეხბურთო სეზონი სათასო მატჩებით განახლდა და „ზირემ“, სადაც დავით ვოლკოვი გამოდის წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო.
1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში „ზირემ“ „საბაილი“ მიიღო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი მასპინძლების სასტარტოში იყო, მაგრამ ამჯერად ვერ გაუტანა. 10 გოლით აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ვოლკოვი 66-ე წუთზე შეცვალეს. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 თებერვალს ჩატარდება.