“საბურთალო” უზბეკურ გუნდთან ისპარინგებს

0
10

თბილისის “საბურთალო” ხვალ თურქეთში მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს – მეტოქე უზბეკეთის მეოთხეადგილოსანი “ნასაფი” იქნება. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
“ნასაფი” 1986 წელს დაარსდა, საშინაო მატჩებს კი 21.000 ტევადობის სტადიონზე თამაშობს. გუნდში ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები ირიცხებიან, თუმცა ორი სერბი ლეგიონერიც თამაშობს.
გარდა უზბეკებთან მატჩისა, საბურთალოელები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 8 თბერვალს ოდესის “ჩერნომორეცს” გაეჯიბრებიან, ხოლო 11 რიცხვში რუსეთის პირველი ლიგის”ორენბურგთან” მოსინჯავენ ძალებს.