კიკაბიძე „მერანში“ ითამაშებს

0
15

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის „მერანმა“ კიდევ 2 ფეხბურთელი დაიმატა. მომავალ სეზონში მარტვილელთა რიგებში ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე და მეკარე ლუკა მიქაია ითამაშებენ.
27 წლის კიკაბიძე გასულ სეზონში „გაგრაში“ გამოდიოდა, ხოლო მანამდე – თბილისის „ლოკომოტივში“, საფრანგეთის „ბასტიაში“ და საჩხერის „ჩიხურაში“.
20 წლის მიქაია „მერანში“ გადასვლამდე “ბაიაში” (ზუგდიდი), “დინამოში” (თბილისი), “ტორპედოში” (ქუთაისი), “ანორთოსისში” (ფამაგუსტა), “სამტრედიაში”, “რუსთავში” და  “მერანში” (თბილისი) ირიცხებოდა.