“დილა” შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა -ტავარეში გუნდს ადგილზე შეუერთდება

0
14

დღეს გამთენიისას დილა თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. დილა ანტალიაში 4 სპარინგ მატჩს გამართავს, საიდანაც 3 გუნდი უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელი იქნება.
7 თებერვალს დილა უკრაინის  პრემიერლიგის წარმომადგენელ ,,ინჰულეცს“  დაუპირისპირდება. 10 თებერვალს ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდის მეტოქე ასევე უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელი ,,მინაი” იქნება, 13  თებერვალს კი გორელები ოდესის ,,ჩერნომორენცთან” ისპარინგებენ. რაც შეეხება მე-4 გუნდს, მატჩი განრიგის მიხედვით  17 თებერვალს შედგება, ხოლო მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
“დილა” თურქულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: პაოლო ფულაძე, დემეტრე ბულისკერი ( დემეტრე კოვიდის გამო გუნდს რამდენიმე დღის შემდეგ შეურთდება).
მცველები : რეზი ჩიტეიშვილი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა, ანრი ჭიჭინაძე, თორნიკე ძოწენიძე, გოგი მამულაშვილი, არჩილ კობერიძე, გიორგი გაფრინდაშვილი.
ნახევარმცველები:
ამოს ნონდი, ნიკა გაგნიძე, ცოტნე მოსიაშვილი, ჰაჯი დრამე, საბა გეგელაშვილი, გიორგი ლომთაძე, გიორგი ივანიაძე, პაატა ღუდუშაური.
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, თამაზ მაქაცარია ( თორნიკე კაპანაძე  კოვიდ ვირუსის გამო გუნს მოგვიანებით შეურთდება).
“დილას” თურქეთში ბრაზილიელი თავდამსხმელი ალვარო ტავარეში შეუერთდება, რომელიც მანამდე უკრაინის “ლვოვში” გამოდიოდა.