აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეს“ ლისაბონში პორტუგალიურ გრანდთან მოაგებინა

0
10

გიორგი აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეს“ პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-20 ტურში სტუმრად ლისაბონის „ბენფიკასთან“ სენსაციურად მოაგებინა.
„ჟილ ვისენტედან“ მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში სამულ ლინომ გახსნა და პირველი ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 64-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური შეასრულეს და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველი თავით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს. აბურჯანია,, რომელიც პორტუგალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 16 მატჩში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. „ბეფნფიკამ“ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითა მაოხერხა და უქულოდ დარჩა. „ჟილ ვისენტეს“ 33 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.