ლევან კობიაშვილი: “მადლობა ჩვენს საამაყო ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის”

0
17

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფუტსალისტთა ეროვნულ ნაკრებს ევრო-2022-ზე ნაჩვენები შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.
“სამწუხაროა, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს გამოვეთიშეთ, თუმცა ჩვენმა გუნდმა ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია უკვე დაწერა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის გადალახვაც მოახერხა.
ფუტსალის გუნდის თითოეული წევრი, უდიდეს მადლობას იმსახურებს იმ ემოციებისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივარს მიანიჭა.
გულდაწყვეტილი ვარ, რადგან დღევანდელ თამაშში ბიჭების საოცარი მონდომება და თავდაუზოგავი ბრძოლა დავინახეთ, რამაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგების იმედი გაგვიჩინა. თუმცა, ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით – მათ შეძლეს და ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებში მოახვედრეს.მადლობა ჩვენ საამაყო ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და დაუვიწყარი ემოციებისთვის! ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება”- დაწერა კობიაშვილმა თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ეროვნული გუნდი თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/4-ფინალში გავიდა, სადაც რუსეთთან 1:3 დამარცხდა.