„სიონმა“ საუკეთესო ბომბარდირი გაუშვა

0
18

ბოლნისის „სიონი“ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელ დავით სიჭინავას, ნახევარმცველებს გიორგი კახელიშვილსა და ბექა გაბისკირიას ახალი გუნდის ძებნა მოუწევთ.
32 წლის სიჭინავამ გასულ სეზონში „სიონის“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 35 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაში ძალიან დაეხმარა.
კახელიშვილმა წინა სეზონში ბოლნისელთა მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გაბისკირიამ ამდენივე შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.