საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები ემზადება

0
12

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი 29 იანვრიდან თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბა.6 თებერვალს, გუნდი დუბაიში გაემგზავრება, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების 19 წლამდე გოგონათა ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩები 8 და 11 თებერვალს შედგება.
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო).
მცველები: თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიზი კანდელაკიშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო), სალომე კევლიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო), თამუნა წიქარიძე (გორი იუნაიტედი, საქართველო), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო).
ნახევარმცველები:მარიამ ცისკარიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნატა კვირკვაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ელენე ენჯიბაძე (გორი იუნაიტედი, საქართველო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი, საქართველო), მარიამ მამნიაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლიკა ქობალავა (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიზი დიასამიძე (ბათუმი, საქართველო).
თავდამსხმელები: მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ლიკა მანუჩარიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი, საქართველო)
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები აპრილში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდი კვლავ ბ ლიგაში ითამაშებს, სადაც ჯგუფის მასპინძელ ანდორას, სლოვაკეთს და სომხეთს დაუპირისპირდება. ბ ლიგის მეხუთე ჯგუფის გამარჯვებული ა ლიგაში გადაინაცვლებს.
8-11 თებერვალი | დუბაი | U19 ქალთა ამხანაური მატჩები
არაბთა გაერთიანებული საამიროები – საქართველო