ნატალია ოთხმეზურის 19 ქულა

0
13
ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში ნატალია ოთხმეზურმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი „თანდერბერდსი“ ზედიზედ მეორედ „პორტლენდ სტეიტ ვიკინგსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 77:53 სძლია.
ოთხმეზურმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა დააგროვა. ასევე ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე ორი მოხსნა და შედეგიანი გადაცემაა.
ოთხმეზურის გუნდი “ბიგ სქაი” კონფერენციაში 8 მოგებითა და ერთადერთი წაგებით პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „თანდერბერდსი“ „აიდაჰო ვანდალსთან“ გამართავს.