„მანჩესტერმა“ ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი „ევერტონში“ გაუშვა

0
13

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნახევარმცველი ვან დე ბეკი „ევერტონში“ გაანათხოვრა. ლივერპულელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიდერლანდები ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მას ხელფასს  „ევერტონი“ გადაუხდის, რომელსაც იჯარის ამოწურვის შემდეგ ვან დე ბეკის გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვს.
ამსტერდამის „აიაქსის“ ექსმოთამაშემ ამ სეზონში მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.