“დინამომ” გიორგი გვიშიანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

0
11
თბილისისს “დინამომ” კონტრაქტი კიდევ ერთ მოთამაშესთან გაახანგრძლივა. ახალგაზრდა მარჯვენა ფლანგელმა გიორგი გვიშიანმა თბილისურ კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გააგრძელა.
დინამომდე ​გიორგი გვიშიანი თბილისის საბურთალოს აკადემიაში თამაშობდა, 2020 წელს კი, დინამოს აკადემიას შეუერთდა. 2021 წლის სეზონის მეორე ნახევარი ფეხბურთელმა განათხოვრების წესით საფეხბურთო კლუბ გაგრაში გაატარა.
გვიშიანს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში თორმეტი მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე ოთხი გოლია. 19-წლამდე ნაკრებთან ერთად კი, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2021 წელს გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.