ბათუმის „დინამომ“ 4 სპარინგი დაგეგმა, კოლუმბიელის ტრანსფერი არ შედგება

0
15

ბათუმის „დინამომ“ მეორე შეკრებაზე, რომელიც ისევ თურქეთში გაიმართება 4 ამხანაგური მატჩი დაგეგმა.
ბათუმელთა მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის თქმით, გუნდი 2 თებერვალს თურქეთში მოსამზადებელი პერიოდის მეორე ეტაპს დაიწყებს. ბათუმელები 5 თებერვალს სერბეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდს ბელგრადის „პარტიზანს“ დაუპირისპირდებიან.
დინამოელები 8 თებერვალს ყაზანის „რუბინს“ შეხვდებიან, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის. გეგუჩაძის გუნდი 11 თებერვალს უკრაინის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ „ლვოვს“ შეხვდება, ხოლო 14 თებერვალს – ესტონეთის ჩემპიონ ტალინის „ლევადიას“, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი თამაშობს.
გეგუჩაძის განცხადებით „დინამოში“ კოლუმბიელი თავდამსხმელის მარკესის ტრანსფერი არ შედგება.