კრისტიან ერიქსენი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

0
13

კრისტიან ერიქსენი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში განაგრძობს. დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე კონტრაქტი „ბრენტფორდთან“ გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება.
ევრო-2020-ზე 12 ივნისს დანია-ფინეთის (0:1) მატჩის დროს ერიქსენს გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა ის გადაარჩინეს. დანიელს გულში კარდიოვეტერ-დეფიბრილიატორი ჩაუდგეს, რომლით თამაში იტალიის სერია A-ში აკრძალულია. ამის გამო, მილანის „ინტერმა“ ერიქსენთან კონტრაქტი გაწყვიტა. 29 წლის ფეხბურთელისთვის პრემიერ ლიგაში თამაში უცხო არაა, რადგან 2013-2020 წლებში ლონდონის „ტოტენჰემში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში 305 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა.