ინჯგიას მეორე სასტარტო და ლიდერობა კვიპროსში

0
12

რევაზ ინჯგია მიმდინარე სეზონში აპოლონის სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდა. მე-19 ტურში ლიმასოლელებმა ნიქოზიას „ოლიმპიაკოსი“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით აჯობეს.
მასპინძლები 43-ე წუთზე ნოუოკმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 58-ე წუთზე ნკვოს დარტყმის მერე გაათანაბრეს. 87-ე წუთზე ნიქოზიელთა კარი დიგუინიმ აიღო და თავის გუნდს 3 ქულა მოუმატა.
ინგჯგიამ მოედანზე 70 წუთი დაჰყო. ის კვიპროსის უმაღლს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს და 8 შეხვედრაში ბურთი არ გაუტანია, ხოლო თასზე გამართულ ერთ შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა. აპოლონს 38 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა.