„ევერტონს“ ფრენკ ლამპარდი გაწვრთნის

0
10

„ევერტონის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. ლივერპულელებს ფრენკ ლამპარდი გაწვრთნის, რომელმაც კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ესპანელი რაფა ბენიტესი შეცვალა, რომელიც გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაითხოვეს. მისი დებიუტი 5 თებერვალს ინგლისის ასოციაციის თასზე „ბრენტფორდთან“ შედგება.
43 წლის ლაპარდი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლების ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა, 2019-2021 წლებში სწორედ „სტემფორდ ბრიჯელებს“ წვრთნიდა და თანამდებობიდან შარშან იანვარში დაითხოვეს. მანამდე, ის 2018-2019 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფის „დერბი ქაუნთის“ ავარჯიშებდა.