დელე ალი კარიერას „ევერტონში“ განაგრძობს

0
4

„ევერტონი“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გარემარბ დელე ალის შეიძენს. ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ახალ კლუბთან კონტრაქტს დღეს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმებს. მას „დეზებთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ალი „ტოტენჰემში“ 2015 წლის თებერვალში „მილტონ კეინ დონსიდან“ გადავიდა. მან ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 269 მატჩში 67 გოლი გაიტანა და 61 საგოლე პასი გააკეთა.
25 წლის ალი ამ სეზონში „ტოტენჰემში“ 18-ჯერ ითამაშა და 2 გოლთან ერთად, ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.