“სიონმა” ამხანაგურში “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა

0
15

სიონი ეროვნული ლიგისთვის მზადებას განაგრძობს და დღეს მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. სპარინგ-პარტნიორი ამჯერად, ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი, ვიტ ჯორჯია იყო. შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
“სიონის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ “ვიტ ჯორჯიასთან” ასეთი შემადგენლობა დააყენა:
სეფიაშვილი, ტვილდიანი (კორიფაძე), კილასონია (კაპ), ჯაფიაშვილი (ლაშა უგრეხელიძე), ნემსაძე (ჩუკურა), ბენგალა (მესიაჩენკო), დუმბია, გიორგი უგრეხელიძე (ნიკა ხორხელი), ღამბარაშვილი (ჩაგანავა), რაფაელი (ლუკა ხორხელი), კოხრეიძე (ტაბატაძე).|გოლები: კილასონია, ტაბატაძე (დუბლი), კორიფაძე (პენ).
“სიონი” კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას, ხვალ, ოლიმპიურ კომპლექსში, 12:00 საათზე, შევარდენის წინააღმდეგ გამართავს.