“სამგურალმა” სპარინგში “გაგრა” დაამარცხა

0
15

წყალტუბოს ,,სამგურალმა” ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპზე მეორე ამხანაგური შეხვედრა ,,გაგრასთან” გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. შეხვედრა 29 იანვარს თბილისში ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე გაიმართა. როგორც საკონტროლო მატჩებში ხდება, გუნდებმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ჩაატარეს.
მატჩის პირველი ნახევარი მეტ–ნაკლებად თანაბარი იყო. შესვენების შემდეგ კი გიორგი მიქაძის გუნდი სრულ უპირატესობას დაეუფლა, ,,გაგრას” კართან მომენტი–მომენტზე იქმნებოდა. 73–ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა ეფექტური დარტყმით მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა და ,,სამგურალი” წინ გაიყვანა.
მეორე გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა, 85–ე წუთზე გავაშელიშვილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან კარისკენ დაარტყა, მარჯვენა კუთხე კარგად ,,ჩაკეტა” ალექსანდრე ვერულიძემ და ,,გაგრას” კარში მეორე გოლი გაიტანა.
,,სამგურალმა” ზედიზედ მეორე ამხანაგური შეხვედრა მოიგო და ამით შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა. 3 თებერვლიდან გიორგი მიქაძის გუნდი მზადებას ანტალიაში გააგრძელებს, სადაც 4 ან 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სამი მეტოქე უკვე ცნობილია ( ვორონეჟის ,,ფაკელი”, უკრაინული ,,კოლოსი” და დანიური ,,ჰელსინგორი”) დანარჩენი მეტოქეები ადგილზე გაირკვევა.
“გაგრა” – “სამგურალი” 0:2 (0:0)
29.იანვარი. თბილისი ,,დიღმის ოლიმპიური კომპლექსი”
სამგურალი ( პირველი ტაიმი): ქვილითაია, კიკაბიძე, ჯამიუ, ბურჯანაძე, ახვლედიანი, ტურე, დევდარიანი, ჯეფერსონი, დოლიძე, რუხაძე, ვერულიძე
(მეორე ტაიმი): შოვნაძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, კიკაბიძე (ვერულიძე), გილმორი, ჩიხლაძე, ბაშალეიშვილი, გავაშელიშვილი, კუხიანიძე (ახვლედიანი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.
გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (73), 0:2 ვერულიძე (85)