„ნიუკასლს“ ბრაზილიელი 50 მილიონზე მეტი დაუჯდა

0
10

„ნიუკასლმა“ საფრანგეთის „ლიონიდან“ ცენტრალური ნახევარმცველი ბრუნუ გიმარაეში შეიძინა, რაც ინგლისური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. 24 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ნიუკასლს“ გიმარაეში 50,1 მილიონი ევრო დაუჯდა და ამ თანხაში 8 მილიონი ევრო ბონუსადაა გათვალისწინებული. მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელმა „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირში 25 მატჩი ჩაატარა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გიმარაეშამდე „ნიუკასლმა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ მცველი კირან ტრიპიერი, ხოლო „ბარნლიდან“ თავდამსხმელი კრის ვუდი შეიძინა.